პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში, ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთში, ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთში, ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად ლენინგრადის ოლქის კრასნი ბორში მდებარე Wildberries-ის საწყობში ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმა დაადასტურა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომაც და აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვამ ოლქის თავზე 17 დრონი ჩამოაგდო.

დრონებით იერიში განხორციელდა მოსკოვის ოლქზეც, სადაც სამიზნე ქალაქ ჩეხოვში მდებარე Wildberries-ის საწყობი იყო.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.