უკრაინული მედია – რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს – დაიღუპა 9 ადამიანი და 20-ზე მეტი დაშავდა

რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანეს, რის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსების იერიშის შედეგად დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, რუსების თავდასხმის შემდეგ ქვეყნის დედაქალაქის ხუთ რაიონში ხანძარი გაჩნდა და შენობები ჩამოინგრა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის სოლომენსკის რაიონში ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. დარნიცკის რაიონში ხანძარი ადმინისტრაციულ შენობასა და ავტომობილებს გაუჩნდა. ასევე, პეჩერსკის რაიონში ოთხი კერძო სახლი დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში