ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - რიაზანში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

უკრაინული მედია - რიაზანში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რიაზანში აფეთქებების ხმა ისმოდა - ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რიაზანის მოსახლეობის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმები განხორციელდა, რის შედეგადაც ქალაქის თავზე სულ მცირე 10 აფეთქების ხმა გაისმა.
რიაზანის ოლქის გუბერნატორის, პაველ მალკოვის განცხადებით, „ნამსხვრევების ჩამოვარდნამ ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია“.
ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით 65 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათგან 16 დრონი კი რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.