უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში 48-დან 41 დრონი მოიგერიეს

უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით მორიგი თავდასხმა იყო. საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ოლქებს ანექსირებული ყირიმიდან და რუსეთის კურსკის ოლქიდან 48 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.
საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 41 დრონი გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 50-დან 41 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ იუწყება.
მოუგერიებელი დრონებით დარტყმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება ფრონტის აქტიურ მონაკვეთებზე არსებულ ვითარებას, უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში 97 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
გენშტაბის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით 8 შეტევა მოიგერიეს, დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით – 10, მარინკის მიმართულებით – 18 და ლიმანის მიმართულებით – 26. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება დონეცკის მიმართულებით წარმატებული შეტევის შესახებ.
ომის პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი