პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 11 შაჰიდიდან 10 ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 2 დეკემბრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით შაჰიდები და Kh-59 ტიპის რაკეტები ისროლეს - მათი ცნობით, გაანადგურეს 10 ირანული წარმოების დრონი ერთი რაკეტა.
ამასთან, როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, გასული ღამის განმავლობაში ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით მტრის 21 თავდასხმა მოიგერიეს. მათივე განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში 84 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
ოკუპანტების სამიზნე გახდა ლუჰანსკის ოლქი, ასევე, დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლება. უკრაინის ცნობით, თავდასხმები განხორციელდა სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაივის ოლქებზეც.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.