ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში 23-დან 18 დრონი მოიგერიეს

4 დეკემბერს ღამით, უკრაინის ათამდე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიას 23 დრონით შეუტიეს ოკუპირებული ყირიმიდან. 1 საავიაციო რაკეტით შეტევა იყო ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან.
უკრაინელი სამხედროების თანახმად, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რაკეტა და 23-დან 18 უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა არაფერს იუწყება მოუგერიებელი დრონებით დარტყმების შედეგებზე. მათ შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან საოლქო ადმინისტრაციებიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.