ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 15 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 15 დრონი ჩამოაგდეს.
„2023 წლის 7 დეკემბრის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას ყირიმიდან Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. სულ, Shahed-136/131 ტიპის 18 დრონის გაშვება დაფიქსირდა“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსების თავდასხმების ძირითად მიმართულებებს ხმელნიცკის და ოდესის რეგიონები წარმოადგენდა.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობის შედეგად, მტრის მიერ გაშვებული 15 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოხერხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.