არქივი17 აგვისტო, 2024, 11:58
უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 14 დრონი და ერთი „ისკანდერ-კ“-ის ტიპის რაკეტა გაუშვეს, რომლის ჩამოგდებაც ვერ მოხერხდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონები ნიკოლაევის, ჩერკასის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და კიევის ოლქებში ჩამოაგდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.