უკრაინელებმა 8 ოლქში ყველა რუსული დრონი გაანადგურეს
რუსულმა ძალებმა წუხელ რუსეთის კურსკის ოლქისა და ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან ტერიტორიიდან უკრაინას Shahed-ის ტიპის 11 დრონით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედიასაჰაერო ძალების მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორაციით, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს.
”უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფების, საჰაერო ძალების ავიაციისა და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობის საზენიტო ბრძოლის შედეგად, მტრის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ჩერკასის, ვინიცას, კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმის და დონეცკის ოლქებებში“, - აცხადებს ნიკოლაი ოლეშჩუკი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.