არქივი14 აგვისტო, 2024, 11:39
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 17 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 17 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 23 დრონი და 2 X-59/69 მართვადი რაკეტა გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები ნიკოლაევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, კიევის, ზაპოროჟიეს, სუმის, ხარკოვისა და ჟიტომირის ოლქებში გაანადგურეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.