ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ გაშვებული 25 დრონი და 3 რაკეტა გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 25 დრონი და 3 რაკეტა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 26 დრონი და 5 რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა Shahed-131/136-ის ტიპის 25 დრონი, „ისკანდერ-კ“-ის ტიპის 1 ფრთოსანი რაკეტა და 2 X-59 მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინელებმა საჰაერო სამიზნეები კიევის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ხერსონის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებში გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.