გერმანია უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას გადასცემს

გერმანია უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას გადასცემს. როგორც Reuters წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიამ -სთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.
როგორც ცნობილია, გერმანია თავდაპირველად უკრაინას Patriot-ის დამატებით გამშვებ მექანიზმებს მიაწვდის უახლოეს დღეებში, რასაც მოჰყვება სისტემის დამატებითი კომპონენტების გადაცემა ორ ან სამ თვეში.
სანაცვლოდ, ოფიციალური ბერლინი -სგან დაჩქარებული ტემპით მიიღებს ახალ Patriot სისტემებს.
Reuters წერს, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საჭიროებები კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან რუსეთმა ამ ზაფხულს ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდასხმები გააძლიერა და რუსული ბალისტიკური რაკეტების განადგურებაში Patriot ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სისტემად ითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა