ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მთავარსარდლად დანიშნა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მთავარსარდლად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მთავარსარდლად დანიშნა.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ამის შესახებ Telegram-ზე განაცხადა.
„დღეს მე გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მთავარსარდლად დავნიშნე, რათა, მომავალში უკრაინის საბრძოლო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ძალები ყოვლისმომცველად და ეფექტურად განვითარდეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც UNIAN იტყობინება, კრივონოჟკო ადრე საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
2024 წლის 30 აგვისტოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ყოფილი მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი. ბრძანებულებაში თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები არ იყო მითითებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.