უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ადასტურებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში უკრაინის ელჩის შეცვლას აპირებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში უკრაინის ელჩის შეცვლას აპირებს.

როგორც ანდრეი სიბიგამ „უკრაინულ რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტი გეგმავს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებში ელჩების შეცვლას, მათ შორის აშშ-ში.

მისი თქმით, დიპლომატიურ კორპუსში საკადრო გადაწყვეტილებებს უახლოეს მომავალში ელოდება.

„ალბათ, უნდა ველოდოთ 20-მდე განკარგულებას, რომლებითაც გაათავისუფლებენ და დანიშნავენ საზღვარგარეთ ახალ ხელმძღვანელებს“, – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.

ამასთან, მან აშშ-ში უკრაინის ელჩს, ოქსანა მარკაროვას უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ელჩი უწოდა.

„უკიდურესად ეფექტიანი, ქარიზმატული, თუმცა, ალბათ ყველა დიპლომატს აქვს როტაციული ციკლი. გიდასტურებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ხედვაა, განახორციელოს „დიდი შვიდეულის“ და „დიდი ოცეულის“ ყველა ქვეყანაში როტაცია“, – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 ივლისს დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს ოქსანა მარკაროვას შეცვლის საკითხი განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ