ანდრეი სიბიგა აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისკენ მოუწოდებს.
„რუსეთი ტერორის ესკალაციას აგრძელებს, ასობით დრონისა და რეკეტის გამოყნებით. რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყოველდღიური ტერორის მასშტაბები მოსკოვისთვის ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებზე წვდომის ჩამორთმევის აუცილებლობას ადასტურებს“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ზე.
მისი თქმით, „რუსეთის იერიშების მასშტაბი საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას უქმნის“.
„ჩვენი პარტნიორების ინტერესებშია, რომ ამ ტერორის ქარხანას დარტყმა ახალი მკაცრი სანქციებით მივაყენოთ: ევროკავშირის მე-18 პაკეტითა და გრემ-ბლუმენტალის კანონპროექტით“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, ღამით რუსულმა ძალებმა უკრაინაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასიური საჰაერო იერიში განახორციელეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 26 რაკეტა და 597 დრონი გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ