ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი რომში კიტ კელოგს ხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი რომში კიტ კელოგს ხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რომში უკრაინის საკითხებზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს ხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის იტალიის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც 10-11 ივლისს უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენციის გამართვა იგეგმება და რომლის ორგანიზატორიც იტალიის მთავრობაა.
ზელენსკისა და კელოგის შეხვედრას ასევე ესწრებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.