ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა მათივე მეთაური მოკლეს

დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, რუსმა სამხედროებმა მათივე მეთაური, "მუდმივი მუქარისა და შეურაცხყოფისთვის" მოკლეს - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
ასევე უწყების ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით აღინიშნება წვევამდელების სამხედრო მომზადების უკიდურესად დაბალი ხარისხი. ისინი ძირითადად ასაკოვანი, ალკოჰოლ და ნარკოდამოკიდებული ადამიანები არიან.
"რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ხელმძღვანელობა მათ საზარბაზნე ხორცად იყენებს და დანაკარგებსაც არ ითვლის. ასევე არის ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ყოფილ პატიმრებისგან შედგება, მოკლეს მათი მეთაური. მუდმივი მუქარისა და ბულინგის გამო", - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
გენერალური შტაბის ინფორმაციითვე, სვატივის რეგიონში რუსეთის ერთ-ერთი დანაყოფის სამხედრო პერსონალი ავრცელებს ინფორმაციას, რომ არ აქვთ ზამთრის ტანსაცმელი, საკვები და წყალი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.