ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა მათივე მეთაური მოკლეს

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა მათივე მეთაური მოკლეს
დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, რუსმა სამხედროებმა მათივე მეთაური, მუდმივი მუქარისა და შეურაცხყოფისთვის მოკლეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ხელმძღვანელობა მათ საზარბაზნე ხორცად იყენებს და დანაკარგებსაც არ ითვლის.
ასევე, არის ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ყოფილ პატიმრებისგან შედგება, მოკლეს მათი მეთაური. მუდმივი მუქარისა და ბულინგის გამო“, - აღნიშნავენ უკრაინის გენშტაბში.

არქივის შესახებპირველწყარო: newshub.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.