არქივი30 ნოემბერი, 2023, 10:26
უკრაინის გენშტაბი - გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა 1180 ოკუპანტი მოკლეს
უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინულ მხარეს 60-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი ტყვედ ჩაბარდა. ამ დროისათვის კონფლიქტის ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ავდიივკა რჩება.
გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა მტრის 7 ტანკი და 13 ავტომობილი გაანადგურეს.
ამასთან გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა 1180 ოკუპანტი მოკლეს და მტრის დანაკარგებმა საერთო ჯამში 326 700 ჯარისკაცს გადააჭარბა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.