ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის ხელისუფლება - გასული 24 საათის განმავლობაში რუსული ძალების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა, ომის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მასშტაბური იყო

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსული ძალების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბური იყო.
უკრაინის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის გამო კიევში ვიზიტით მყოფ ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს თავშესაფარში ჩასვლა მოუწია.
თავდასხმების შედეგად ქალაქში რამდენიმე შენობა დაზიანდა, 5 ადამიანი კი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, ქალაქში განგაშის სიგნალების ხმა 5 საათის განმავლობაში ისმოდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 75 დრონიდან 71-ის ჩამოგდება შეძლეს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ამ დროისათვის ომის ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ავდიივკა რჩება.
მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა 860 ოკუპანტი მოკლეს, რის შედეგადაც რუსეთის სამხედრო დანაკარგებმა 323 700-ს გადააჭარბა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.