ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა 14 ოლქში რუსების 56 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა 14 ოლქში რუსების 56 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 56 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივად 25 დრონი დაიკარგა.
„უკრაინის საჰაერო სივრცეში კიდევ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი იმყოფება, საბრძოლო სამუშაოები გრძელდება“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათი ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ჩერნიგოვის, პოლტავას, ვინიცას, ხმელნიცკის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის და ხარკოვის ოლქებში.
რუსებმა, საერთო ჯამში, უკრაინის ტერიტორიაზე 90 დრონი და რაკეტა გაუშვეს, მათ შორის „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა, „ისკანდერ-კ“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა, „ხ-59/69“ ტიპის მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 87 დრონი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.