უკრაინელებმა ხუთ ოლქში რუსების 31 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ რუსების მიერ გაშვებული 31 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, კიდევ 36 დრონი კი უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა, საერთო ჯამში, 68 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს რუსეთის ქალაქებიდან კურსკიდან და ორიოლიდან, ასევე „ისკანდერ-მ“ ტიპის ოთხი რაკეტა კურსკის ოლქიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან და კიდევ ორი „ხ-59“ ტიპის რაკეტა კურსკის ოლქიდან.
ოკუპანტებმა რაკეტებით შეუტიეს პოლტავას, ოდესას, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა კიევის, პოლტავას, ჩერნიგოვის, სუმისა და ჩერკასის ოლქებში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.