არქივი2 ოქტომბერი, 2024, 10:54
უკრაინელებმა სამ ოლქში რუსების მიერ გაშვებული 11 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა სამ ოლქში რუსების მიერ გაშვებული 11 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 32 დრონი გაუშვეს, მათგან 11 უკრაინელებმა კიროვოგრადის, ოდესისა და სუმის ოლქებში ჩამოაგდეს.
ამასთან, 10 რუსული დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 4 რუსეთის მიმართულებით გაფრინდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.