უკრაინელებმა რუსების 67 დრონი და ერთი რაკეტა ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინას 30 სექტემბრის ღამეს 3 სხვადასხვა ტიპის რაკეტით, Shahed-ის ტიპის 73 დრონით შეუტიეს, თავდაცვის ძალებმა შეძლეს ერთი რაკეტის და 67 დრონის განადგურება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის დამცველებმა საზენიტო ბრძოლის შედეგად ერთი X-59/69 ტიპის მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 67 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კიევში, ჩერკასში, ვინიცაში, კიროვოგრადში, ჟიტომირში, პოლტავაში, ჩერნიჰივში, სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და ნიკოლაევის ოლქებში“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, ერთი დრონი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა, კიდევ 3 ადგილობრივად დაიკარგა ქვეყის ჩრდილოეთ ნაწილში.
„ერთი უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის საჰაერო სივრცეში რჩება, მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები", - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.