ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 35 დრონიდან 34 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული ძალების მიერ წუხელ გაშვებული 35 დრონიდან 34 ჩამოაგდო, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები სამი მიმართულებდან გაუშვეს : ოკუპირებული ყირიმიდან, და რუსეთის ტერიტორიის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან და კურსკის ოლქებიდან.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების ტაქტიკური ავიაცია, საზენიტო სარაკეტო დანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები. საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, ჩერკასის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ხმელნიცკის, სუმის, პოლტავას, ჩერნიგოვის და კიროვოგრადის ოლქებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.