პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების გაშვებული 15 დრონიდან 14 გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა, წუხელ რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის 14 დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დრონები მიკოლაივის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს.
რუსულმა ძალებმა წუხელ რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან უკრაინის ტერიტორიისკენ Shahed-ის 15 დრონი გაუშვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.