არქივი23 დეკემბერი, 2023, 07:25
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის ყველა დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის ყველა დრონი ჩამოაგდეს.
„2023 წლის 22 დეკემბრის საღამოს 18:00 საათიდან 2023 წლის 23 დეკემბრის შუაღამემდე, რუსმა დამპყრობლებმა, ოკუპირებული ყირიმის-ბალაკლავას და რუსეთის-პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან, Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევები განახორციელეს“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 9 დრონი ოდესისა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.