პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 28 დრონი გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-136/131 ტიპის 28 დრონი გაუშვეს, აქედან 24 - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
„ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას Shahed-136/131 ტიპის 28 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 24 დრონი გაანადგურეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, დრონები პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან, კურსკის ოლქიდან და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გაუშვეს.
უკრაინელებმა 24 უპილოტო საფრენი აპარატი კიევის, მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, რივნის, ხმელნიცკის და ჟიტომირის ოლქებში გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.