ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა ოთხ ოლქში ერთი რაკეტა და 10 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა ოთხ ოლქში ერთი რაკეტა და 10 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, 15 სექტემბრის ღამეს საზენიტო ბრძოლის შედეგად, “ხ-59“ ტიპის ერთი მართვადი რაკეტა და 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ოდესის ოლქს ოკუპირებული ყირიმიდან „ისკანდერ-მ“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტით და ზაპოროჟიეს ტერიტორიიდან “ხ-59“ ტიპის ერთი მართვადი რაკეტით შეუტიეს, ასევე, „შაჰედის“ ტიპის 14 დრონით კურსკიდან და ჩაუდიდან.
საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა დნეპროპეტროვსკის, სუმის, პოლტავასა და ნიკოლაევის ოლქებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.