ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინელებმა 13 ოლქში რუსების 38 დრონი ჩამოაგდეს, ერთი დრონი რუსეთის ტერიტორიისკენ გაბრუნდა

უკრაინელებმა 13 ოლქში რუსების 38 დრონი ჩამოაგდეს, ერთი დრონი რუსეთის ტერიტორიისკენ გაბრუნდა

რუსული ძალები წუხელ უკრაინას 2 რაკეტით და Shahed-ის ტიპის 46 დრონით დაესხნენ თავს. უკრაინელებმა მტრის 38 დრონი ჩამოაგდეს, 3 - დაიკარგა, 2 ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის მიმართულებით და ერთი - რუსეთისკენ გაბრუნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული ყირიმიდან დარტყმა „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს, შავი ზღვის საჰაერო სივრციდან X-31P რაკეტით და Shahed-ის ტიპის 46 დრონი რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან გაუშვეს. საზენიტო ბრძოლის შედეგად 38 დრონი განადგურდა. გარდა ამისა, უკრაინის კონტროლირებადი საჰაერო სივრცე სამმა დრონმა დატოვა: ერთი - რუსეთის მიმართულებით, ორი კი - ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის მიმართულებით გაფრინდა. მტრის კიდევ 3 უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის ტერიტორიაზე ლოკალურად დაიკარგა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა 13 ოლქში: ვინიცაში, კიევში, ჩერნიგოვში, კიროვოგრადში, ნიკოლაევშო, ოდესაში, ხერსონში, ჩერკასში, ასევე სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და პოლტავას ოლქებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.