უკრაინელებმა სამ ოლქში Shahed-ის ტიპის 15 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 8 სექტემბრის ღამეს “ხ-59“ ტიპის ერთი მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მტრის ორი დრონი დაიკარგა, “ხ-59“ ტიპის სამმა რაკეტამ სასურველ სამიზნეებს ვერ მიაღწია.
რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიას “ხ-59“ ტიპის ოთხი რაკეტით ბელგოროდის ოლქიდან შეუტიეს, Shahed-ის ტიპის 23 დრონი კი კურსკის ოლქიდან და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან.
უკრაინის საჰაერო თავდაცვა ოდესის, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში მოქმედებდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.