არქივი25 დეკემბერი 2023, 08:09
უკრაინა 2 რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 დეკემბერს საღამოს საჰაერო ძალებმა ორი რუსული ავიაგამანადგურებელი — სუ-34 და სუ-30 — ჩამოაგდეს.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, სუ-34 მარიუპოლის მიმართულებით ჩამოაგდეს, სუ-30 კი — შავ ზღვაზე.
კიევის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა სულ 760 რუსი სამხედრო, 19 ტანკი, 31 ჯავშანტექნიკა და 2 თვითმფრინავი გაანადგურეს.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.