ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა 2 რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდებას იუწყება, რუსეთი განცხადებას არ აკეთებს

უკრაინის გენშტაბი ორი რუსული თვითმფრინავის, Су-34-სა და Су-30-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება.
უკრაინელმა სამხედროებმა ავიაგამანადგურებელ Су-34-ის ჩამოგდების შესახებ კვირას განაცხადეს, ხოლო რაც შეეხება Су-30-ს, მისი განადგურება უკრაინის გენშტაბმა დღეს დაადასტურა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
Су-34 და Су-30 თანამედროვე საბრძოლო ავიაგამანადგურებლებია, თითოეული რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ღირს.
ამასთან, უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ 25 დეკემბრის ღამით ჩამოგდებულია 31 დრონიდან 29.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოდესაზე "შაჰედების" თავდასხმა სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებიდან განხორციელდა. შეტევა იყო ასევე ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილზე, კონკრეტულად სად, უკრაინელი სამხედროები არ აზუსტებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.