უკრაინის შეიარაღებული ძალები 8 რეგიონში 18 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 20 დეკემბრის ღამით ჩამოაგდეს “შაჰედის” ტიპის 19-დან 18 დრონი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დრონები ანექსირებული ყირიმიდან იყო გაშვებული. ისინი გაანადგურეს ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, კიროვოგრადის, ოდესის, ხერსონის, ხმელნიცკისა და ჩერნიგოვის რეგიონებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე იუწყება, რომ რუსეთის არმიამ ბელგოროდის რეგიონის მიმართულებით ЗРК С-300 ტიპის ორი რაკეტით მიიტანა იერიში ხარკოვის რეგიონზე, რასაც წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, თავდასხმა მოხდა სატრანსპორტო დეპოს ტერიტორიაზე, „სადაც მტრის დაბომბვისგან ისედაც აღარაფერია დარჩენილი“. „ეს სამოქალაქო ობიექტია”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ