უკრაინა რუსული სადესანტო ხომალდის „ნოვოჩერკასკის“ განადგურებას ადასტურებს

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაადასტურა, უკრაინული ძალების მიერ ოკუპირებულ ფეოდოსიაში რუსული სადესანტო ხომალდის „ნოვოჩერკასკის“ განადგურება.
“ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ „მოსკვას“ შემდეგ, დიდი სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“, – დაწერა ოლეშჩუკმა ტელეგრამზე.
მან მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პილოტებს და „ყველა მონაწილეს“ მათი „ფილიგრანული მუშაობისთვის“.
უკრაინული მედიის ცნობით 26 დეკემბრის ღამით ანექსირებული ყირიმის ფეოდოსიის რაიონში ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია ირანული საბრძოლო მასალით დატვირთული გემის აფეთქების შესახებ, მოგვიანებით პორტში ხანძარი გაჩნდა.
რუსული მედია ფეოდოსიაში შეტევისა და პოტში ხანძრის ლოკალიზების შესახებ წერს, თუმცა არაფერია ნათქვამი სადესანტო ხომალდის აფეთქებაზე.
· რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესიის განმავლობაში უკრაინამ ორ ათეულამდე სხვადასხვა სიმძლავრის რუსეთის სამხედრო ხომალდი და კატარღა გამოიყვანა მწყობრიდან ან ჩაძირა.
· მათ შორის ჩაიჩირა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი ხომალდი, სარაკეტო კრეისერი “მოსკვა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ