ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 10 დრონიდან 9 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 17 ნოემბრის ღამეს, ოკუპანტების მიერ გაშვებული 10 დრონიდან 9 განადგურებულია.
"17 ნოემბრის ღამეს მეტოქემ შაჰედი ტიპის 10 დრონით შეგვიტია. საფრენი აპარატები პრიმორსკო-ახტარსკის მხრიდან იყო აფენილი. საბრძოლო მოქმედებების შედეგად ნიკოლაევის, ოდესის, ჟიტომირისა და ხმელნიცკის ოლქში 9 საფრენი აპარატი გავანადგურეთ". – წერია საჰაერო ძალების მოხსენებაში.
უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად გამოიყენეს ავიაგამანადგურებლები, საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური ცეცხლის ჯგუფები.
ასევე რუსეთმა დონეცკის მიმართულებით C-300 ტიპის რამდენიმე მართვადი რაკეტა გაისროლეს, ამჟამინდელი მონაცემებით სარაკეტო იერიშს ზიანი არ მოყოლია.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.