არქივი19 ნოემბერი, 2023, 07:24
უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 20 დრონიდან 15 ჩამოვაგდეთ
19 ნოემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 20 აფრენილი რუსული დრონიდან 15 გაანადგურა.
"19 ნოემბრის ღამეს მტერმა კვლავ მიიტანა იერიში ჩვენს ქვეყანაზე Shahed 136/131 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით. განადგურებულია 20-დან 15 დრონი". – წერია უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშში.
საჰაერო ძალების განცხადებით სულ გასულ 24 საათში ოკუპანტებმა უკრაინაზე 71 საჰაერო იერიში მიიტანეს.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.