ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსების გაშვებული Shahed-131/136-ის ტიპის 14-ვე დრონი გავანადგურეთ – უკრაინა

22 ნოემბრის ღამეს უკრაინამ ოკუპანტების გაშვებული Shahed-131/136-ის ტიპის 14-ვე დრონი გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული დღის 20:00 საათიდან 03:00 საათამდე რუსები უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან 14 დრონითა და Kh-22-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტით უტევდნენ.
ამასთან, ფრთოსანი რაკეტა სამიზნეს ვერ მოხვდა, იგი ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც მოქალაქეების კერძო სახლები დაზიანდა. ამ დრომდე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ მობილური სახანძრო ჯგუფების, მოიერიშე თვითმფრინავების და საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიევის, ჟიტომირის, ვინიცისა და ხმელნიცკის ოლქებში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.