არქივი19 ნოემბერი, 2023, 07:41
რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 20 "შაჰიდიდან" 15 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები
უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს მათ რუსეთის მიერ გაშვებული 20 დრონიდან 15 ჩამოაგდეს.
"19 ნოემბრის ღამეს მტერმა კვლავ შეუტია ჩვენს ქვეყანას "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით. მტრის 20 დრონიდან განადგურებულია 15," - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ოკუპანტები უკრაინას დრონებით ჩრდილოეთიდან (კურსკის ოლქი) უტევდნენ. მათი საჰაერო თავდაცვა მუშაობდა კიევის, პოლტავისა და ჩერკასის რეგიონებში.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.