არქივი26 ნოემბერი, 2023, 07:10
"რუსეთის მიერ გაშვებული 9 დრონიდან 8 ჩამოვაგდეთ" | უკრაინის საჰაერო ძალები
უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 9 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 8 გაანადგურეს.
"26 ნოემბრის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას შეუტიეს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (პრიმორსკო-ახტარსკი) 9 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით. საბრძოლო სამუშაოების შედეგად, უკრაინის თავდაცვის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს მტრის 8 დრონი," - ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.