უკრაინაში კიდევ 1 200 ცხედარი დააბრუნეს

უკრაინაში კიდევ უკრაინის კიდევ 1 200 მოქალაქის, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების, ცხედარი დააბრუნეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, რეპატრიაციის ღონისძიებები განხორციელდა. უკრაინაში კიდევ 1 200 ცხედარი დააბრუნეს, რომლებიც, რუსული მხარის თქმით, უკრაინის მოქალაქეებს, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით“, - ნათქვამია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.
შტაბში აცხადებენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებებთან ერთად, ექსპერტიზა უნდა ჩაატარონ და ცხედრების იდენტიფიცირება მოახდინონ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.