უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა

როგორც “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, დემეტრე დარჩია კიევში ლეგიონის ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე დაიღუპა, სავარაუდოდ ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაციის შედეგად.
მამულაშვილის თქმით, დემეტრე დარჩია “ქართულ ლეგიონს” დაახლოებით 5-6 თვის წინ შეუერთდა და ვინაიდან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონდა გადიოდა სწავლებას ბაზაზე, სადაც არ ინახება ასაფეთქებელი მოწყობილობები.
“საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება დეტალები. დიდი ალბათობით, მას მიაწოდეს ყუთი, რომელშიც სავარაუდოდ იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა და რომლის ოთახში გახსნის დროსაც მოხდა დეტონაცია”, – ამბობს მამუკა მამულაშვილი, მისი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას სხვა მებრძოლები არ იმყოფებოდნენ.
· ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის.
· ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
· ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს