უკრაინამ კიდევ 1 245 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ დღეს, რუსულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში, კიდევ 1 245 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სტამბოლის შეთანხმებების რეპატრიაციის ნაწილი დასრულებულია. შტაბში აცხადებენ, რომ სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში უკრაინამ რუსული მხარისგან 6 057 ცხედარი მიიღო.
სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზაზე პასუხისმგებელი დაწესებულებების თანამშრომლები რეპატრირებული ცხედრების იდენტიფიცირებისთვის საჭირო ქმედებებს ახორციელებენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.