მაშველებმა კიდევ 6 ცხედარი იპოვეს კიევზე რუსეთის დარტყმით განადგურებული სახლის ნანგრევებში

მაშველებმა კიევის სოლომენსკის რაიონში, რუსეთის ჯარების მასირებული იერიშის შედეგად 9-სართულიანი სახლის განადგურებული სადარბაზოს ნანგრევებში კიდევ 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
კიევზე რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევა 17 ივნისს განხორციელდა.
დღეს, 18 ივნისს დილის რვიდან ცხრა საათამდე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობები ჯერ ხუთი, შემდეგ კი კიდევ ერთი ცხედრის აღმოჩენის შესახებ.
18 ივნისის დილის ოფიციალური მონაცემებით, კიევში სულ 22 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა.
დღეს კიევში გლოვაა გამოცხადებული.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 17 ივნისს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასირებული შეტევისას გამოიყენეს 440 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 280-მდე დამრტყმელი „შაჰედი“ და სხვადასხვა ტიპის 32 რაკეტა.
დარტყმის მთავარი სამიზნე იყო უკრაინის დედაქალაქი . შეტევას მსხვერპლი მოჰყვა ოდესაშიც.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ჩამოაგდეს 239 რუსული დრონი და 23 რაკეტა, კიდევ 166 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მორიგ მასირებულ შეტევას „ტერორიზმი“ უწოდა. ზელენსკის განცხადებით, მთელი მსოფლიო, და ევროპა უნდა რეაგირებდნენ ისე, როგორც ცივილიზებული საზოგადოება რეაგირებს ტერორისტებზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…