ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში ნავთობის საწყობი დაბომბა

უკრაინამ რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში ნავთობის საწყობი დაბომბა

უკრაინამ რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში ნავთობის საწყობი დაბომბა. თავდასხმებია რუსეთის სხვადასხვა ადგილებშიც. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 23:30 საათისთვის რუსეთის თავზე 100-130-ზე მეტი დრონი დაფრინავდა. 29 ოქტომბრის ღამეს, შეზღუდვები დაწესდა ვლადიკავკაზის, გროზნოსა და სამარის აეროპორტებში. რუსეთის მოქალაქეები სხვადასხვა ადგილებიდან ავრცელებენ ინფორმაციას აფეთქებების შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იერიში მიტანილია სტავროპოლის რეგიონში კომპანია შპს „სტავროლენს“-ზე. კომპანია ქიმიური პროდუქტების, მათ შორის პოლიეთილენის, ბენზოლის და სხვა ნავთობქიმიური პროდუქტების მსხვილი მწარმოებელია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.