არქივი31 ოქტომბერი, 2025, 12:47
უკრაინამ რუსეთში, ვლადიმირსა და იაროსლავში, ელექტროსადგურები და ნავთობობიექტები დაბომბა

უკრაინამ რუსეთში, ვლადიმირსა და იაროსლავში, ელექტროსადგურები და ნავთობობიექტები დაბომბა. თავდასხმა დრონებით განხორციელდა. ინფორმაცია Telegram-არხებზე ვრცელდება, სადაც მედია აღნიშნავს, რომ ობიექტი, რომელიც უკრაინელებმა ააფეთქეს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტია. ის რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია. დაშავებულებისა ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.