უკრაინამ Neptune-ის რაკეტებით რუსეთის ენერგო ინფრასტრუქტურასა და ნავთობის ქარხნებს დაარტყა

უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, 31 ოქტომბერს რუსეთის მსხვილ ენერგოობიექტებზე იერიშისას უკრაინული წარმოების Neptune-ის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს.

საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ იერიშის ფარგლებში რუსეთის ორიოლის ოლქში მდებარე თბოელექტროსადგურსა (TPP) და ნოვობრიანსკის ელექტრულ ქვესადგურს დაარტყეს.

ორივე ობიექტი რეგიონში მდებარე სამხედრო-ინდუსტრიულ ქარხნებს ელექტროენერგიით ამარაგებდა და მათმა განადგურებამ “სერიოზული დარტყმა მიაყენა ოკუპანტების ლოჯისტიკას”.

თავის მხრივ, ორიოლის ოლქის გუბერნატორი ანდრეი კლიჩკოვი ირწმუნება, რომ ორიოლის TPP-ს ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები მოხვდა, რამაც “ელექტროენერგიის მიმწოდებელი აღჭურვილობა დააზიანა”.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე