ტურიზმის შემოსავლები 3.8%-ით შემცირდა - რომელი ქვეყნებიდან ფიქსირდება კლება

აღსანიშნავია, რომ კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან, კერძოდ, ირანიდან (-65.1% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (-61.9% წ/წ), ასევე თურქეთიდან (-10.9% წ/წ) მიღებული შემოსავლების შემცირებამ განაპირობა.
ამასთან, ისრაელიდან ვიზიტების უფრო მკვეთრი კლების მიუხედავად, შემოსავლები წლიურად მხოლოდ 3%-ით შემცირდა.
კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ევროკავშირიდან (+12.1% წ/წ), რუსეთიდან (+10.1% წ/წ), უკრაინიდან (+49.8% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+10.3% წ/წ) მიღებული შემოსავლების ზრდამ აღნიშნული კლება ნაწილობრივ დააკომპენსირა.
ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.0%-ით შემცირდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
„გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.