დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა

სომხეთში რეფერენდუმი რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვმა განცხადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

„ბუნებრივია, განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ასევე, საუბარი შედგა იმ განცხადების შესახებ, რომელიც ახლახან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ლიდერებმა სომხეთთან დაკავშირებით მიიღეს“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა.

„ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს ის, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ