ტრამპი ირანს კვლავ ემუქრება, თუ ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება

, 2026 წლის 15 მარტი.Nathan Howard/Getty Imagesგამოცემა Bloomberg-თან საუბრისას -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ “ძალიან ნაკლებად სავარაუდოა” ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება იმ შემთხვევაში, თუ ვადის გასვლამდე თეირანთან მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება. ამასთან, ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი დარჩება მანამ, სანამ მხარეები საბოლოოდ არ შეთანხმდებიან.
სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მოგვიანებით პაკისტანისკენ გაემგზავრება, სადაც სამშაბათიდან ირანთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
პარალელურად, ტრამპმა PBS News-ს უთხრა, რომ თუკი სამშაბათს ირანთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოიწურება, “მაშინ მრავალი ბომბის აფეთქება დაიწყება.”
19 აპრილს პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ ქსელში ირანის რეჟიმს “ყველა ხიდისა და ელექტროსადგურის” განადგურებით დაემუქრა, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოწურვამდე ისინი -სთან შეთანხმებას არ დადებენ.
მანამდე გამოცემა Axios ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ შაბათს ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში განახლებული კრიზისისა და ირანთან მოლაპარაკებების შესახებ სიტუაციების მართვის ოთახში თავისი ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრა გამართა.
Axios: ტრამპმა დღეს თეთრ სახლში ირანის საკითხზე ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრა გამართა
Axios-ის კორესპონდენტის, ბარაკ რავიდის ცნობით, ირანთან დაკავშირებით ვითარება კრიტიკულ დონემდეა მისული იმ ფონზე, როცა მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა სამ დღეში იწურება, ხოლო აშშ-სა და ირანის დელეგაციების შეხვედრისთვის საბოლოო თარიღი ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული.
გავლენიანმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Axios-ს განუცხადა, რომ თუკი მალე თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებებზე წარმატება არ იქნება, მომდევნო დღეებში შესაძლოა, ირანში ომი განახლდეს.
ხოლო Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს არმია მომდევნო დღეებში ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერების ბორტზე ასვლისთვის და საერთაშორისო წყლებში მათი დაკავებისთვის ემზადება, რა შემთხვევაშიც ირანის წინააღმდეგ აშშ-ს საზღვაო ბლოკადა ახალ მასშტაბებს მიაღწევს.
ამ ფონზე გამოცემა Associated Press-ს თავდაცვის სფეროს ორმა მაღალჩინოსანმა აცნობა, რომ მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული USS Gerald R. Ford, ახლო აღმოსავლეთის წყლებს დაუბრუნდა.
AP: ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა
მანამდე კი გამოცემა Wall Street Journal წერდა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის მიზნით აფრიკის სანაპირო ზოლის შემოვლით ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება მესამე ამერიკული ავიამზიდი, USS George H.W. Bush-იც.
მედია: ახლო აღმოსავლეთისკენ მე-3 ამერიკული ავიამზიდი და დამატებითი ძალები მიემართებიან